თითქმის ერთი წელია რაც არაფერი აღარ არის ისე როგორც აქამდე იყო,ბევრი წავიდა,ბევრიც მოვიდა მთლიანობაში თითქმის ყველაფერი რაც ჩემთვის ღირებული იყო დავკარგე და გარშემომყოფები ისევ მხოლოდ ზიზღს იწვევენ ჩემში თავიანთი ამაზრზენი საქციელით,იმის თქმას არ ვცდილობ რომ ისინი ვინმეზე რამით ნაკლები არიან,ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან უბრალოდ მე მათ ვერ ვეგუები და ვერ ვერასდროს შევეგუები. მიუხედავად ყველაფრისა მიხარია რომ ჩემთვის საყვარელი ადამიანები ჯერ არ დამიკარგავს და დიდი იმედი მაქვს რომ არც არასდროს დავკარგავ. ადამიანები თქო ისე ვამბობ თითქოს ბევრი მყავდეს ასეთი,თუმცა მე ასე მირჩევნია. ვერ ვიტან სიყალბეს და ფიფქია და შვიდი ჯუჯას მოსმენას მირჩევნია ისევ მარტო ვიყო და ვიფიქრო.. მავნებელია მგონი ამდენი ფიქრი ხანდახან ისეთ რაღაცეებს აღმოვაჩენ რასაც ისე ყურადღებას არ ვაქცევ და კიდევ უფრო მზიზღდება ყველაფერი. ადრე ასე მეგონა მთელ პლანეტაზე მარტო რომ დავრჩენილიყავი მაინც გავერთობოდი,მიყვარდა მარტო ყოფნა და ახლაც მიყვარს მაგრამ .. მოსაბეზრებელია,ბოლოს მაინც ყველაფერი გბეზრდება ადამიანს ხოდა მეც ასე ვარ. შეიძლება ცოტა ადრე მოხდა ეს ყველაფერი იქნებ კიდე ცოტა დიდხანს უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი.. არვიცი.. აქამდე ყველაფერი მინდოდა მცოდნოდა და ახლა არაფერი აღარ მაინტერესებს.. აქამდე ვცდილობდი ყველაფერში პირველი ვყოფილიყავი და ახლა ვხვდები რომ ეს ყველაზე დიდი სისულელე იყო.. ვხვდები რომ არც ერთი ადამიანი არ არის მეორეზე რამით მეტი.. არ არსებობს ბოროტება,არსებობენ ძლიერი და სუსტი ადამიანები მაგრამ ის ძლიერებიც ჩვეულებრივები არიან.. ხალხი ისევ განაგრძობს საკუთარი ბედნიერების სხვის უბედურების ხარჯზე აგებას თუმცა მე არაფერი მეთქმის,თვითონაც იგივეს ვაკეთებ და სულ არ მადარდებს თუ იქ სადღაც ვიღაც მხოლოდ იმიტომ რომ მე ერთფეროვნება მომბეზრდა და რაღაც ახალი მინდა ტირილით მოკვდება და შეიძლება ღრმა დეპრესიაშიც ჩავარდეს,ნუ თუ ეს უკანასკნელი არ მოხდა გადარჩება,არაუშავს. ეს ცხოვრება ხომ საერთოდაც ერთი დიდი უაზრობაა თქო ვიტყოდი მაგრამ ცხოვრება? ცხოვრება კიარა ჩვენ ადამიანები ვართ უაზროები.. მაშინ როცა შეგვიძლია ყველაფერი ასე მარტივად ვაკეთოთ სულ სირთულეებს ვეძებთ.. ყველაზე მიზანდასახული მეგონა საკუთარი თავი და გარშემომყოფებიც მეთანხმებოდნენ,დღესაც მგონია რომ მივაღწევს იმას რასაც მინდა მაგრამ დღეს ის აღარ ვიცი რამინდა.. საკუთარი მომავალიც კი დაგეგმილი მქონდა და უეცრად ყველაფერი გაქრა.. მართლა არაფერი მცოდნია და ალბათ ვერც ვერასდროს გავიგებ. არაფერი აღარ იქნება კარგად და თურმე არც არასდროს ყოფილა.
